19:05 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 16:16:07, 1990 ნახვა

ეკონომიკა
აგროდაზღვევა უკვე თიბისი დაზღვევაში

თიბისი დაზღვევა უერთდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას და ფერმერებს მარცვლოვანი, პარკოსანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების, აგრეთვე ხეხილის, წითელი და თეთრი ვაზის დაზღვევას შესთავაზებს.

აგროდაზღვევის შეძენა ფერმერებს თიბისი ბანკის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონალურ ფილიალებში შეეძლებათ.

თანადაფინანსება დაზღვევის ფარგლებში შემდეგია:

·         ვაზის დაზღვევის თანადაფინანსება 50%,

·         ყველა სხვა კულტურის 70%.

დაზღვეული მოსავალი დაცული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიც არის : სეტყვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი და საშემოდგომო ყინვა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ანხორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და მათთვის არსებული და შესაძლო რისკების შემცირებას.

თიბისი დაზღვევა ფერმერებს მათთვის მორგებულ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics