16:21 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 16:14:16, 1611 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი - მიმდინარეობს პროპაგანდა „ყველანი ციხეში“ და ხელისუფლების მხრიდან ამ პოლიტიკურ გზავნილზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირას გამართულ დისკუსიებში ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან ძალიან საშიში მესიჯი გაჟღერდა, რომელიც სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებასა და დანაშაულის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას შეეხებოდა.

მისი განცხადებით, ამ პოლიტიკაზე დაბრუნება სახელმწიფოს ხვალინდელი დღისათვის ძალიან დამაზიანებელი და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"მოხდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების დარაზმვა ამ მესიჯის მხარდასაჭერად. ეს მესიჯები გვაგონებს ძველ დროს, როდესაც ხელისუფლება იმართებოდა სლოგანით "ყველანი ციხეში", როდესაც გვქონდა არაადამიანური, არაჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელმაც ძალიან მძიმე დაღი დაასვა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ვერ უმკლავდებიან ძალიან იმ ძალიან მტკივნეულ გამოცდილებას, რომელიც სწორედ ასეთმა მიდგომამ სახელმწიფოს მხრიდან და რეპრესიულმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ მოიტანა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics