23:50 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 12:02:30, 2245 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, დღეს ერთი არასრულწლოვანი დაიკითხება, რომელიც კონფლიქტის უშუალო მონაწილე იყო. ასევე, დღეს თვითმხილველებსაც გამოკითხავენ.

„ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხება რამდენიმე მოწმე. მათ შორის ერთ-ერთი მოწმე არის პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობდა კონფლიქტში. ასევე, დაიკითხებიან სხვა პირები რომლებიც აღნიშნული კონფლიქტის თვითმხილველები არიან“,- განაცხადა ფხაკაძემ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ვარაუდობს, რომ დღეს გამოკითხული მოწმეებიც შეცვლიან ჩვენებას, როგორც მისი თქმით, ყველა აქამდე დაკითხულმა პირმა შეცვალა. 

„ჩვენი მოლოდინი არის დღეს, რომ თუ ბრალდების მხარე წარმოადგენს მნიშვნელოვან მოწმეს, სავარაუდოდ ეს მოწმე ისევე შეცვლის ჩვენებას, როგორც ჯერჯერობით, დაკითხულმა ყველა მოწმემ შეცვალა გამოძიების მსვლელობისას. გამოძიება აბსოლუტურად არასწორად არის წარმართული. რა თქმა უნდა სწორედ ეს განაპირობებს იმას რომ მოწმეები ცვლიან ჩვენებებს.  აქვე შემიძლია მოგახსენოთ,  რომ დაახლოებით 2 დღეში საქართველოში ჩამოდიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ მოცემულ საქმეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“,- განაცხადა კაკაბაძემ.

ამასთან, სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მეგობრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას სახელწოდებით – „ნუ მომკლავ – აღასრულე სამართალი“ მართავენ. აქციის მონაწილეები საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების შესაბამისად დასჯას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics