02:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 21:00:49, 1907 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციები ხვალ ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართება

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონულ კონფერენციებს  ზუგდიდსა და ქუთაისში გამართავს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  კონფერენციაზე საქალაქო  ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.

კონფერენცია ზუგდიდში  13.00 საათზე, ხელოვნებისა და განვითარების ცენტრში, ხოლო ქუთაისში 15.30 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი,  ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი,  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

რეგიონული კონფერენციები უკვე გაიმართა მცხეთაში, გორში, ახალციხეში, რუსთავში, თელავში, ამბროლაურში, ბათუმსა და ოზურგეთში.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics