13:30 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 18:22:05, 2199 ნახვა

მსოფლიო
ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ადამიანებს ინდოეთში სიკვდილით დასჯიან

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ადამიანებს ინდოეთში სიკვდილით დასჯიან.

Dailypakistan-ის ცნობით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ მიიღო.

ახალი კანონი ძალაში ექვსი თვის ვადაში შევა. ამ დროის განმავლობაში, პრეზიდენტმა მას ხელი უნდა მოაწეროს.

ინდოეთში მასობრივი საპროტესტო აქციები აპრილის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ზონაში მუსლიმ არასრულწოვან გოგონაზე ინდუსებმა იძალადეს. 
8 წლის გოგონა, ასიფა ბანო, ჯგუფურად გააუპატიურეს და მოკლეს. მისი ცხედარი ტყეში იპოვეს. ამ ფაქტმა ინდოეთსა და მთელს მსოფლიოში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია.

ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს ცნობით, 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის 18 862 ფაქტი დაფიქსირდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics