13:00 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 14:42:27, 1402 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა

არ ვართ ილუზიაში, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ კონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს კიდევ გვყავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ის კურსი, რომელიც აღებულია და თანმიმდევრული წარმატებების მშენებლობა, აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, გვაძლევს საბაბს, ყველას გვქონდეს გარკვეული სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენს ზურგს უკან უკვე არის მიღწეული წარმატებები. რა თქმა უნდა, კონსოლიდაციით, ერთად დგომით, პარტიის აქტივის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიური შრომით, შესაძლებელია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი გარღვევა ადამიანის უფლებების და ქვეყანაში თავისუფალი გარემო შექმნის მიმართულებით მოხდა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად სხვა დონეზეა დაცული ადამიანის უფლებები, თითოეული მოქალაქის საკუთრების უფლება და იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო 2012 წლამდე, დღეს ადგილი აღარ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებით, სადაც იყო ყველაზე მტკივნეული ჩავარდნები – ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ამ მიმართულებებით ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ამ მიმართულებებით ჩვენ დღეს მიღწევები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ შემდგომ დახვეწას, როგორც ჯანდაცვის სფერო,ასევე ყველა სხვა მიმართულება საჭიროებს. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში მიმოსვლა არის თავისუფალი. დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს ევროპაში წასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ეს არის პირველ რიგში ევროკავშირის პოლიტიკური ნდობა საქართველოს მოსახლეობისა და რა თქმა უნდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის მიმართ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნამ, რომ  “ქართული ოცნება” ღირსეული კანდიდატით წარდგება.

„ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. “ქართული ოცნება” წარდგება ღირსეული კანდიდატით და აქაც, ჩვენი ერთად დგომით, დაუღალავი შრომით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენი პარტიის სახელით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს, გვიგულეთ თქვენს გვერდით ჭირსა და ლხინში. დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics