07:41 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 13:51:32, 1617 ნახვა

კომენტარი
ცინცაძე ერევნის მოვლენებზე: აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს და სარგსიანს დათმობაზე წასვლა მოუწევს

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ერევანში მიმდინარე პროცესები ხელისუფლების შეცვლას არ გამოიწვევს. თუმცა, როგორც ცინცაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, აქციები გარკვეულ შედეგეს აუცილებლად გამოიღებს და სომხეთის პრემიერს დათმობებზე წასვლა მოუწევს. 

„რითაც არ უნდა დასრულდეს ერევნის მოვლენები, ის კვალს დატოვებს. თუნდაც დარჩეს სერჟ სარგისიანი პრემიერად, ის იძულებული გახდება, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები თუ არა, კორუპციის წინააღმდეგ რამე მოქმედებები ჩაატაროს“, - განაცხადა ცინცაძემ. 

ექსპერტმა, სარგსიანის პოზიციების შესაძლო დათმობა, სომხეთის ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტიურობას მიაწერა. მისი განმარტებით, ერევანის ახალგაზრდობას ჯერ კიდევ შემორჩა პროტესტის გრძნობა.

”წელიწადნახევრის წინ, როდესაც ტარიფები გაიზარდა, ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ერევანის საზოგაოდება პოლიტიკური თვალსაზრისით, გაცილებით აქტუალური და აქტიურია. სომხები ახლა ძირითადად კორუპციისა და ხელისუფლების თავგასულობის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა წელიწადნახევრის წინ ტარიფების გაზრდის დროს მთელი მოსახლეობა სამი დღე ყურზე იდგა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს აქციები სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე - სოსო ცინცაძემ განმარტა, რომ საგარეო ცვლილებები გამორიცხულია იმ ფონზე, როცა სომხეთ–აზერბაიჯანული ფართომასშტაბიანი კონფლიქტი არსებობს.

"რუსეთი მშვიდად არის და გიუმრიში მისი სამხედრო ბაზის ყოფნას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თვითონ მომიტინგეებიც კი, ფრთხილად ეკიდებიან რუსეთის თემას. თუმცა რუსული პრესა ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ისარგებლოს შიდა დაძაბულობით და იერიში განახორციელოს. აზერბაიჯანის არმია თავს იყრის სომხეთის  საზღვართან, ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა ალიევმა შიდა პროტესტები რევანშისათვის გამოიყენოს", - აღნიშნავს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდება. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ–მინისტრად სერჟ სარგისიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგისიანი 17 აპრილს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

 

სალომე უბირია




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics