2018-04-23 12:59:21, 1606 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გაიხსნა
ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გაიხსნა. სესიაშვილმა საქართველოში და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ყველაე ძლიერი და ფართომასშტაბიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მინისტრი მიესალმა სესიის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ საქართველოში, ბათუმში შეკრება ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა, რადგან ერთობლივად განიხილება გეოპოლიტიკური გამოწვევები და საქართველოს პროგრესი, რომელიც მიღწეულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლის ისტორიულ გზაზე და გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ასი წლის წინ განსაზღვრა თავისი პოლიტიკა, როგორც ევროპული დემოკრატიისადმი სწრაფვა და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიული დასავლური ინტეგრაციის მისწრაფებების გამყარებაში და განმტკიცებაში. „ჩვენ წლების განმავლობაში დავიწყეთ რა ნატოსთან მჭიდრო თანამშროლობა ვიღებთ მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვის კუთხით. ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ეს არის პრინციპული პოზიციები, რომლებიც თქვენთან ერთად, მომავალ წლებშიც უნდა გავამტკიცოთ და შედეგამდე მივიყვანოთ - რასაც ქვია საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მშვიდობიანი გზით, ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში დაბრუნება", - განაცხადა მინისტრმა. „წლევანდელი წელი ჩვენ ლოგისტიკის განვითარების წლად გამოვაცხადეთ, რითაც აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ ნატოს მიერ წელს გამოცხადებულ პრიორიტეტებთან. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას და ამ ვალდებულებას მომავალშიც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი სიძლიერე წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ ნატოსთან, ევროკავშირთან და დასავლურ ცივილიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით", - განაცხადა ლევან იზორიამ. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფერენცია შექმნის შესაძლებლობებს, რომ მოხდეს ყველა მოსაზრებისა და შეხედულების გაცვლა. ეს იქმნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ დავიცვათ და გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა ჩვენი ქვეყნისათვის",-განაცხადა როსარია პულისმა. „აღმასრულებელი შტოს საქმიანობაში პარლამენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რათა დაცული იყოს დემოკრატიის მთავარი პრინციპები: ინდივიდუალური თავისუფლება და კანონის უზენაესობა, რომელიც სრულად აისახება ევროატლანტიკურ შეთანხმებაში, იმისათვის, რომ გვქონდეს ფუნქციონირებადი ინსტიტუტები, რომელიც აღასრულებს მოქალაქეთა საჭიროებებს და იმოქმედებს მტკიცედ, როგორც მშვიდობის, ისე ომის პერიოდში"-განაცხადა როსარია პულისმა. საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მისი პრეზიდენტი, პაოლო ალი მიესალმა და ქართულ მხარეს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველომ წინა წელს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, სადაც აღინიშნა ქვეყნისთვის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და გაამყარა საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ამისთვის უნდა გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევა. ეს არა არის მარტივი პროცესი, ამას ჭირდება დრო და დაწყებული რეფორმების გაგრძელება. ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება – დემოკრატიისა და ეკონომიკურიგანვითარების გარანტი. ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს, რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატომ ევროკავშირმა დასაქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა", - განაცხადა პაოლო ალიმ. მისი განცხადებით, ბათუმისთვის დიდი პატივია საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრის მასპინძლობა, რაც მის ცნობადობას და პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის. მთავრობის ხელმძღვანელმა ნატოს კვირეული ფარგლებში, გუშინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო შეხვედრას არა მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ, არამედ დისკუსიაში მონაწილეობა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მიიღო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ნატოს თემატიკასთან დაკავშირებით მოსახლეობის ჩართულობა და დაინტერესება დიდია. „ჩვენ ყოველდღიურად ვუახლოვდებით ნატოს და მნიშვნელოვანია ამ პროცესებზე მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული და გაიზარდოს მათი ცნობიერება", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ავტორი: , თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|