02:15 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 10:04:28, 1695 ნახვა

ეკონომიკა
სავალუტო ფონდი: კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება, მიმდინარე წლის და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილებოდა ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და  საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორს, ჯიჰად აზურს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე.

შეხვედრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი დაესწრნენ.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია მრავალმხრივი და ინკლუზიური ზრდისკენ.

„საქართველოს დელეგაციასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟანგმა.

„საქართველოს დელეგაციასთან  შეხვედრაზე, გვქონდა კარგი შესაძლებლობა, დაგვენახა ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით. აღნიშნული რეფორმები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე, მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ველით მეტ პროგრესს, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს აქვს განვითარების მეტი შესაძლებლობა," - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა. 

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის მაღალი დონის ორმხრივი  მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებში,  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.  

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics