2018-04-22 17:45:55, 1979 ნახვა
პოლიტიკა
მარია ზახაროვა: რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში ბევრს არ მოსწონს, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ. არავის უკვირს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ტატუნაშვილის საქმეს ჩაეჭიდნენ, მაგრამ მიუხედავად საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციისა, რაც ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო აგორდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მარია ზახაროვამ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მაგალითებად ზახაროვამ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სატრანსპორტო მიმოსვლის განახლება და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაასახელა. ზახაროვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა, „თუმცა ამისთვის საჭიროა უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტულ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, რაზეც საქართველოს მთავრობა ჯერ უარს აცხადებს“. მისივე განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეებად თავს არ თვლიან და არც სურთ, მიუხედავად ქართული მხარის გულუხვი დაპირებებისა. ავტორი: , |
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|