21:10 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 14:46:18, 2089 ნახვა

მსოფლიო
ერევანში საპროტესტო აქციაზე 49 პირი დააკავეს

სომხეთის პოლიციის ცნობით, ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, სამართალდამცველებმა 49 აქტივისტი დააკავეს.

"რია ნოვოსტის" ცნობით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველებმა გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარა.

დაკავებულების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან და არცახის ქუჩიდან აიყვანეს. სამართალდამცავები მეგაფონით მოუწოდებენ მომიტინგეებს დაიშალონ, რადგან აქცია უკანონოა.

ერევნის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელის  აშოთ აგარონიანის  განაცხადებით,  ნიკოლ ფაშინიანი 19 აპრილიდან ერევნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ რაიონში შეკრებებს ატარებს, რაზეც უფლებამოსილ ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ შეატყობინა. 

როგორც აშოთ აგარონიანი აღნიშნავს, აქციების მონაწილეები პერიოდულად და უხეშად არღვევდნენ „შეკრების თავისუფლების“ შესახებ კანონს და პოლიციის ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ. 

ცნობისთვის, დილით, პოლიციამ, საპროტესტო აქციების ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. 

ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics