15:09 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 14:19:22, 1732 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულმა საგაზაფხულო შეხვედრებმა, დაადასტურა, რომ სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, -ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი დე ლანოისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. 
„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ქვეყანა დაინტერსებულია გაეცნოს იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, ეს შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე იმ რეფორმას, რომელსაც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან განვახორციელებთ და რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეები გადაიხდიან სიმბოლურ 1%-იან ბრუნვის გადასახადს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნული იყო სსფ-ის პროგრამაში.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავხდებით ბენეფიციარები კიდევ უფრო მეტი დახმარებისა.  ზაფხულში, გარკვეული ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, გვეცოდინება იმ დახმარების ოდენობა, რომელსაც მივიღებთ მომავალი წლიდან", - აღნიშნა ბახტაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ენტონი დე ლანოის თქმით, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.
„საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ პროგრესისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველ და მეორე მიმოხილვებს შორის.  საერთაშორისო სავალუტო ფონდი კმაყოფილია, რომ პროგრამის ყველა კრიტერიუმი შესრულებულია. მოხარულები ვართ, რომ ფონდი ორიოდე კვირაში, პროგრამის მეორე მიმოხილვის შედეგებს უკვე აღმასრულებელ საბჭოში განვიხილავს," - განაცხადა  ენტონი დე ლანოიმ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომელზედაც განხილულ იქნა სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, სამომავლო პრიორიტეტები და  ტექნიკური დახმარების საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  ყველა ის ინტელექტუალური მხარდაჭერა, რასაც საქართველო ტექნიკური დახმარების სახით იღებს, კარგადაა გამოყენებული და იძლება მეტ შესაძლებლობას, საქართველომ ასეთი დახმარება მიიღოს მომავალშიც.  

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოტიგა - ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არა, სხვა კონკრეტული მიმართულებიდან მოდის
პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს - კანონპროექტის მთავარი მიზანი გამჭვირვალობის გაუმჯობესებაა
მათიკაშვილი - ყველა რადიკალის გასაგონად - ერთ მუშტს მოიქნევთ? - ათი მოგხვდებათ
გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics