04:07 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-21 16:15:14, 2057 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების დაფინანსებისთვის, როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ისე საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, ისეთ სფეროებში როგორებიცაა:  საფინანსო სექტორის განვითარება, წყალი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურა.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოში ევროკავშირის მხრიდან გაწეული დახმარების პროგრამების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა  ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის (EU EIP) განხორციელების მნიშვნელობას. EU EIP მორგებულია თითოეული პარტნიორი ქვეყნის სპეციფიკურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე და 2020 წლამდე, პარტნიორ ქვეყნებში იგეგმება 44 მილიარდი ევროს რესურსის მობილიზება. 

როგორც აღინიშნა, ევროკავშირის ახალი მექანიზმის მიზანია, ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეუწყოს  აღმოსავლეთ პარტნიორობის, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირის ფართო სამეზობლო ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელებას, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, ასევე, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის მიმართულებით.

„საქართველოს დელეგაციასთან გვქონდა სასიამოვნო და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩემს კოლეგებთან ერთად, შევხვდით ფინანსთა მინისტრს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს. ვისაუბრეთ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. გილოცავთ შთამბეჭდავ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, რომელიც გქონდათ 2017 წელს. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გარდა, ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელდება. განსაკუთრებით აღვნიშნეთ ორი საინვესტიციო სფეროს შესაძლებლობები. ერთ-ერთია ენერგოეფექტურობა და კავშირგაბმულობა. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მიერ „სივრცის დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" პირველი მოსმენით განხილვა, რაც გზას გაუხსნის ინვესტიციების  განხორციელებას მშენებლობის დარგში, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ კომპანიებს, რომლებსაც შეეძლებათ ენერგოეფექტური მასალების წარმოება. მეორე სფერო, რაზეც ვისაუბრეთ ეხება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რადგან თქვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანაა, ის შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გაქვთ, გახდეს უფრო მეტად ინკლუზიური, შეეხოს თითოეულ მოქალაქეს და რეგიონის მოსახლეობამაც ხელი შეუწყოს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას. გვჯერა, რომ საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტები ამ მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ," - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ,  კატარინა მატერნოვამ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  ევროკავშირი  E5P-ის ინსტრუმენტის, ასევე, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, გააგრძელებენ ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყანაში  ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics