16:06 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-21 15:11:05, 1387 ნახვა

კომენტარი
დონდუა: მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანებიან.

მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში დეტალურად არის ასახული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა: 

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტში დეტალურადაა ასახული ის მძიმე მდგომარეობა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზეა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებობს. კერძოდ, ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების- ოკუპაცია და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ათასობით ჯარისკაცისა და მესაზღვრის უკანონო ყოფნა. ასევე აღნიშნულია, რომ 300.000 იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე და უხეშად ირღვევა მათი საკუთრების უფლება. აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლება და შედეგად სასოფლო სამეურნეო მიწებზე, წყლის მიწოდებასა და სასაფლაოებზე წვდომის შეზღუდვაზე. ასევე  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, მათ შორის, საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან. ხაზგასმულია, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ კიდევ უფრო დაამძიმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობის მდგომარეობა,  განსაკუთრებით ეს ეხება  გალის მოსახლეობის, საიდანაც ბავშვები ქართულ სკოლებში განათლების მისაღებად ყოველდღიურად კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს. აღნიშნულია, რომ ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც. ანგარიში საუბრობს მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგებზე აფხაზეთის რეგიონში იმ პირობებში, როცა გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის პედაგოგებმა თუ მოსწავლეებმა არ იციან რუსული ენა. ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია გალის რაიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულია, რომ ე.წ. დოკუმენტების მხრივ  არსებული გაურკვეველი ვითარება აისახება გალის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დამატებით შეზღუდვაზე;   ყურადღება ეთმობა ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობას. აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა საქმის მსვლელობა. ხაზგასმულია, რომ საქართველოს ძალისხმევის შედეგად მკვლელი იმყოფება ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაზე. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინსტრის მოადგილემ დავით დონდუამ.

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის 2016 და 2017 წელს  გამართული არჩევნები, არჩევნების პირობებში არსებული თავისუფალი მედიაგარემო და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. დავით დონუდამ აღნიშნა, რომ ანგარიშში ხაზგასმულია ის პროგრესი, როემლიც მიღწეულია ციხეებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც განპირობებულია, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ღონისძიებებით.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტრადიცულად,  სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს ხარვეზებზეც, რომელთა აღმოფხვრაც დამატებითი ძალისხმევას მოითხოვს: "ანგარიშში ასევე ტრადიციულად მოყვანილია, ოპონენტების მოსაზრებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილია სწორედ, როგორც ოპონენტთა მოსაზრება და არა სახ.დეპ-ის შეფასება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ  მთლიანობაში  სახ.დეპ-ის ანგარიში, რომელიც  საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, საქართველოში ადამინების უფლბების დაცვის კუთხით არსებულ გარემოსთან მიმართებით, პოზიტიური დამოკიდებულებას გამოხატავს", განაცახა დავით დონდუამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics