02:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 21:17:16, 1488 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ნატოში ინტეგრაცია განსაზღვრულია, როგორც საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანა

„ჩვენ თანდათანობით ვუახლოვდებით ნატოს-ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და ამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი,",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოს დღეების დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს, თბილისში ნატოს დღეების საზეიმო გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სურვილს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მისი თქმით, ზუსტად 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ყველა პირობას ასრულებს იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს.

„ზუსტად 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მას შემდეგ საქართველო ვითარდება, საქართველო ასრულებს ყველა პირობას იმისთვის, რომ სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სურვილი, გავხდეთ ნატოს წევრი ეფუძნება როგორც მოსახლეობის ნებას, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ნებას. მოსახლეობამ, ბოლო არჩევნებში, როგორც საპარლამენტო, ასევე, მუნიციპალურ არჩევნებში კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი განწყობა დასავლური ინტეგრაციის მიმართ, ორივე არჩევნებში მოსახლეობის 90 %-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც მყარად უჭერენ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, რაც მოწმობს იმას, რომ ხალხის ნება, გახდეს საქართველო დასავლური ოჯახის წევრი, არის ურყევი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ათი წლის განმავლობაში, საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა და ასევე, საკუთარი წვლილი შეჰქონდა გლობალურ უსაფრთხოებსა და მსოფლიო სტაბილურ განვითარებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოსთან ყოველდღიურ დაახლოებაში აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რასაც, მისივე თქმით, საუკეთესოდ გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ".

„ჩვენ ამ ათი წლის განმავლობაში ვვითარდებოდით სხვადასხვა მიმართულებით, თავდაცვის სფეროში, დემოკრატიული თვალსაზრისით, ჩვენ, ასევე, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი წვლილი შეგვქონდა სხვადასხვა ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცებაში, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ გლობალურ უსაფრთხოებაში და მსოფლიო სტაბილურ განვითარებაში. ჩვენ თანდათანობით ვუახლოვდებით ნატოს-ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი, რომელიც იღებს კონკრეტულ ზომებს იმისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ალიანსს და ამის საუკეთესო გამოხატულება იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალიან მალე. ამ დოკუმენტში  მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები და ორი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ საქართველოს წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა, რაც იყო პარლამენტის მიერ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაციული და სამართლებრივი ხასიათის ნაბიჯი.

„ჩვენ გადავსინჯეთ საქართველოს კონსტიტუცია და ნატოში საქართველოს გაწევრიანება განვსაზღვრეთ, როგორც საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანა, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაციული და სამართლებრივი ხასიათის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები აღიარებენ საქართველოს პროგრესს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განიცდის მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ საბოლოოდ, აუცილებლად გავხდებით ნატოს - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან  ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ჩვენი ქვეყნის ნატოსთან უფრო მეტად დაახლოებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო საქართველოს პარლამენტის დამოკიდებულება საკითხისადმი - პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ საქართველო სულ უფრო მეტად დაუახლოვდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლიცმა, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics