2018-04-16 19:37:54, 2053 ნახვა
მსოფლიო
ერევანში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას, 46 ადამიანი დაშავდა
ერევანში საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას, სულ მცირე 46 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ნაწილი უკვე გაეწერა. დაშავებულებს შორის 6 სამართალდამცველია. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს ძირითადად ქვედა კიდურები აქვთ დაზიანებული, ხოლო პოლიციელებს დაზიანებები ბასრი საგნებით აქვთ მიყენებული. "ერთ-ერთ პოლიციელს ოპერაცია უტარდება", - დასძინეს უწყებაში. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. მათი თქმით, აქციების მიზანია 17 აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა. ავტორი: , რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|