09:21 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 17:18:53, 1937 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის, მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს

დღეს, ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებზე საჭიროა პასუხების მიღება. საფინანსო სექტორის ადეკვატური ჩართულობა მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისების, სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის საკეთილდღეოდ, არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან პრინციპული და საგნობრივი საუბარი. მეორე პრობლემა, რომელზეც გვქონდა კომუნიკაცია, შეეხება ჭარბვალიანობის პრობლემას ჩვენს მოსახლეობაში. აქაც, საბანკო სექტორს აქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ამ კუთხით. ჭარბვალიანობა, ზოგადად, კომპლექსური პრობლემაა და მას სჭირდება სისტემური მიდგომა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შეხვედრები იქნება სისტემური ხასიათის, დაახლოებით, სამ კვირაში, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც იმედს ვიტოვებ, რომ ამ შეკითხვებზე მივიღებთ შესაბამის პასუხებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics