16:38 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 15:31:42, 1409 ნახვა

კომენტარი
„სულიერი აშლილობის შესახებ ცნობაში არაფერი ეწერა“ - პრეზიდენტი ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბარნოვის ქუჩაძე მომხდარ მკველობას ეხმაურება და მის მიერ მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტს განმარტავს.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ შეწყალების კომისიას რამდენჯერმე მიმართა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ შეწყალების კომისიაში შესული იყო რამდენიმე საბუთი, რომელიც ბაქრაძეს დადებითად ახასიათებდა.

"რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოხდა. ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით - ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად. საზოგადოება ითხოვს ახსნას ამ მოვლენის და ჩვენ მზად ვართ, რომ ამ შემთხვევაში ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით საზოგადოებას მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია გვინდა მივცეთ - დავიწყებ ფაქტებით.

2014 წლის აგვისტოში მსჯავრდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ჩაიდინა ძალადობის აქტი, თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული. მხოლოდ 4 თვის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო დააპატიმრეს და შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია - სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას და აგრეთვე სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითთებული სულიერი აშლილობის თაობაზე ინფორმაცია. საქმეს თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. ასევე, ამ თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო. კომისიამ მომმართა - მე გავანახევრე სასჯელი. მე, რომც არ გამენახევრებინა და არ მომეკლო მისთვის ეს 6-7 თვე, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების ყველა შემადგენელი გაგაცანით, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ ამ მოვლენას და იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, თუ რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის, რომელიც მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს არამედ აგრეთვე მოიცავს იმ ჯგუფებს, რომელიც სპეციფიურად ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.    

შეგახსენებთ, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. მას ბრალი დამამძიმებელ გარემობაში განზრახ მკვლელობაში ედება. მასთან ერთად სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics