20:13 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 15:05:43, 992 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარში სამეწარმეო საქმიანობისათვის აუქციონების გამოცხადება დაიწყო

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზღვისპირა ბულვარში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.

აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ.

ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება და მიმდინარე წლის მაისის თვის ბოლომდე დასრულდება.

აუქციონები ცხადდება შემდეგ კატეგორიებზე:

სუვენირების დახლი (ნინო და ალი -აკვაპარკი)
გასართობი აპარატი  (არდაგანის ტბასთან)
გასართობი ატრაქციონი   (არდაგანის ტბასთან)
გასართობი ატრაქციონი   (არდაგანის ტბასთან)
გასართობი ატრაქციონი    (არდაგანის ტბასთან)
გასართობი ატრაქციონი  (არდაგანის ტბასთან)
გასართობი ატრაქციონი (არდაგანის ტბასთან)
რიგშა   (ნინო და ალი, უნივერესიტეტი, აკვაპარკი და ახალი ბულვარი)
სანაყინე ჯიხურები   (განთავსებულია პრომინადზე)
ელექტრო მობილი  (ნინო და ალი, უნივერესიტეტი, აკვაპარკი და ახალი ბულვარი)
სანაყინე კუთხე  (ვაჟა ფშაველა, მელიქიშვილის, თავდადებულის ქ.)
ტირი    (არდაგანის ტბასთან)
ფოტოჯიხური (თავდადებული ქ.  და ინტურისტის გასწვრივ)
სათვალის დახლი  (26 მაისი ქ. ნინო ალი, თავდადებული)
სასწორი  (მელიქიშვილის ქ. დუმბაძის ქ. და თავდადებულის ქ.
საინფორმაციო  დახლები   (მელიქიშვილის ქ. დუმბაძის ქ. და თავდადებულის ქუჩა)
ბატუტი რკინის კონსტრუქციის   (არდაგანის ტბასთან)
ბატუტი გასაბერი   (არდაგანის ტბასთან)
სეგვეი, გიროსკუტერი  (ნინოდა ალი, უნივერესიტეტი, აკვაპარკი ახალი ბულვარი )
ტენისის და ბილიარდი  (თავდადებულის ქუჩის მიმდებარედ)
სკუტერები (ძველ  გემთან და სექტორის გვერდით)
სასეირნო საბავშო მანქანები   (ნინო და ალი და თავდადებულის ქ.)
3-5-7-9D  აპარატები   (არდაგანის ტბასთან)
სამასაჟო კუთხე (ორბი თაუერის მიმდებარედ)
ჰელიუმის ბუშტები (ნინო და ალი, ახალი ბულვარი პრომინადზე)
საპლაჟო ინფრასტრუქტურა (ანბანის კოშკის გასწვრივ)
საზღვაო აქსესუარების კუთხე ( თავდადებულის ქ.)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics