23:21 - 23 Apr, 2018
2018-04-11 23:07:47, 266 ნახვა
12 აპრილის ანონსი

09:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იანეს კოპაჩი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის კანომდებლობის მიხედვით ბუნებრივი გაზის რეფორმირების თაობაზე მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას. 
ღონისძიება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული EU4Energy Governance Project  (ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა) პროექტის ფარგლებში იმართება.

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას ქ. #7

10:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას სახელმწიფო უწყებები, ბიზნეს სექტორი, პროფკავშირები, ბიზნეს ომბუდსმენი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ.
მის.: ა. ბელიაშვილის ქ. #106
საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415

11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „სტუდენტთა ქართველოლოგიური კვლევები“.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი (202, 212-ე აუდიტორიები)

11:00 საათზე, პარლამენტში (ბიუროს ოთახთან) ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: რუსული პრპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ინიციატივა
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 / თეონა ოთანაძე - 577 95 11 15

12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
(+995 32) 228-17-54;

13:30 საათზე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.
მის.: სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, დარბაზი „სანადიმო“
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98

14:00 საათზე,  ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის  განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft"-ს შორის  გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს ხელს მოაწერენ „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი და კომპანია „Microsoft საქართველოს" დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.
მისამართი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (ინოვაციების ქუჩა #7 ოქროყანა, თბილისი)

14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა - „თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლებასა და ბიზნესს შორის“.
ღონისძიებას ევროპის დელეგაციის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ETF-ისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

15:30 საათზე, საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე სხდომას განაახლებს.
მის: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #32
საკონტაქტო პირი:  გიორგი ზოიძე, 599 291202

16:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შიდა აუდიტორთა პროფესიული დღე აღინიშნება, რომელსაც დაესწრებიან  ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და გენერალურმა აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი. ღონისძიების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური გააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია"

17:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა: ინდუსტრიული პოლიტიკა".
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

18:00 საათზე, „ფაბრიკა თბილისში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს. მოსწავლეებს და სტუმრებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიმართავენ.

19:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი - 2018“-ის ჩატარების შესახებ პრეზენტაცია გაიმართება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ
სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა
კვირიკაშვილი: არ ვართ ილუზიაში, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics