20:41 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 14:03:54, 3045 ნახვა

კულტურა
TBILISI OPEN AIR 2018 22-24 ივნისს გაიმართება - სრული ლაინაფი

ალთერ ვიჟენ ჯგუფი წარმოგიდგენთ ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს, TBILISI OPEN AIR 2018.

მსმენელის წინაშე წელს 60-ზე მეტი არტისტი წარდგება, მათ შორის Tom Odell, Rosin Murphy, Rejjie Snow, BeardyMan, KayaKata, Roman Flugel, Cleveland, Rachel Yamagata, Papooz, R.O x Konoba, MokuMoku, Avalon, Ritmo, Katana, რეზო კიკნაძის კვინტეტი, დინი ვირსალაძის ტრიო, ზურა რამიშვილის ტრიო, პაპუნა შარიქაძის ტრიო, მიშო ურუშაძესთან ერთად და სხვები.

TBILISI OPEN AIR 2018 – 22, 23 და 24 ივნისს, ფესტივალის მიმდინარე მისამართზე - ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ლისი ვანდერლენდში გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს ოთხ განსხვავებულ სცენას (MAIN STAGE, EYE STAGE, GARDEN STAGE, SINGER JAZZ STAGE) კიდევ უფრო მრავალფეროვან მუსიკალურ შღერადობასა და უამრავ სახალისო და გასართობ აქტივობას შესთავაზებს. ფესტივალზე მისულ მსმენელს TBILISI OPEN AIR 2018 საფესტივალო ქალაქში სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს.

ინტერესი ფესტივალის მიმართ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან დიდია. ტურისტული ნაკადის შემოსვლა დაგეგმილია შემდეგი მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.

Tbilisi open air-ის მეგობარი კომპანიაა თიბისი ბანკი, რომელთანაც ფესტივალს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

რაც შეეხება ბილეთებს, დღეიდან 16 აპრილის ჩათვლით, ონლაინ TKT.GE-ზე, გაიყიდება მხოლოდ სამდღიანი აბონიმენტი, Early Bird, რომლის ფასიც 110 ლარია, თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით ყიდვის შემთხვევაში იმოქმედებს 20%-იანი cashback სისტემა. 17 აპრილიდან დაიწყება ყოველდღიური ბილეთების გაყიდვაც. აბონემენტის საბოლოო ფასი კი 170 ლარი გახდება.

ცნობისთვის, TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის. ფესტივალს ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5,000-მდე ტურისტი.

TBILISI OPENA AIR 2018 Lineup

22 JUNE

MAIN STAGE

KAYAKATA, REJJIE SNOW, BEARDYMAN, EKO & VINDA FOLIO, CHE LINGO, TOYSHEN

EYE STAGE

ROMAN FLUGEL, CLEVELAND, AUTUMN TREE LEON, LIZA RIVS, VAKO T b2b MZHAVIA

GARDEN STAGE

AVALON, RITMO, FUNGUS FUNK, ACIDWAVE, KATANA

SINGER JAZZ STAGE

REZO KIKNADZE QUINTET

23 ივნისი

MAIN STAGE

ROISIN MURPHY, RACHEL YAMAGATA, PAPOOZ, ST. NUDES, MOKUMOKU, KILLAGES

EYE STAGE

ALEX NIGGEMANN, MATTHIAS MEYER, SASCHA SIBLER, BACHO b2b TOMMA, BERO, STIMMHALT, PROMESCU

GARDEN STAGE

YESTERMORROW, KALA, OOGWAY, MARCUSS, ANCIENT OM, ELLARGE, SPACE TERIYAKI, ELDARIO, TABU, BEKA TALAKHADZE

SINGER JAZZ STAGE

DINI VIRSALADZE TRIO, BLUE MOOR, LASHA ABASHMADZE QUINTET

24 ივნისი

MAIN STAGE

TOM ODEL, R.O x Konoba, GREEN ROOM, SALIO, SOPHIE VILLY, NEWCOMER 2018

EYE STAGE

SUPER FLU, GIO SHENGELIA, INNELLEA, DASTIA, SO LAUT, BEKUCHI

GARDEN STAGE

ANTHILL, ADDITIVV, OBRI % ZEN, NEVERTHESAME, DIMITREE, INFEST, KALRATRY, KAYA MATU, RA

SINGER JAZZ STAGE

ZURA RAMISHVILI TRIO, AMAZE, PAPUNA SHARIKADZE TRIO FEAT MISHO URUSHADZE








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics