09:09 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 23:42:10, 1450 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: რუსეთის განცხადება არ იყო კორექტული იმ ფონზე, რაც პრემიერმა გააკეთა

„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან-ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, განცხადებაში ასახულია უმნიშვნელოვანესი პრინციპები - დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. ამ განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან-ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი, რომელსაც თან ახლავს პრინციპები და  ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრინციპები: ეს არის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა. ეს პრინციპები დაკავშირებულია, ასევე, ჩვენს დასავლურ კურსთან და ეს ყველაფერი არის ის, რასაც ეფუძნებოდა, ასევე, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის განცხადება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მხრიდან საპასუხოდ გაკეთებული განცხადება კონსტრუქციული და კორექტული არ იყო, მით უმეტეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე.

 „რაც შეეხება რუსულ რეაქციას, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არ არის  მოსაწონი. შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა პროგნოზი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, მთავარია, რომ მუდმივად დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა დიალოგისთვის და ეს სულისკვეთება იყო ჩადებული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

რა თქმა უნდა, განცხადება არ იყო კონსტრუქციული, არ იყო კორექტული, მით უმეტეს, იმ ფონზე, რა განცხადებაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა პასუხი, სხვადასხვა რეაქცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ეს მიდგომა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიცვლება და რუსეთის ფედერაცია, იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენს პრაგმატულ მიდგომას ასევე პრაგმატული მიდგომით და რაციონალური მიდგომით უპასუხებს",-განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. ​




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics