04:27 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 18:53:39, 1601 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც პირველი დაიცავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას

ჩვენ ვართ ის გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში,რომელიც  პირველი დაიცავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას - პოლიციელის მოთხოვნისადმი  დაუმორჩილებლობაზე სანქციის გაზრდის გამო, მოქალაქეებს  ხომ არ მოუწევთ უარის თქმა  შეკრებასა და მანიფესტაციებზე.

მეზვრიშვილის თქმით, პოლიციელის კანონიერი მითხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციის გაზრდას,  შეკრებასა და მანიფესტაციის უფლებასთან კავშირი არ აქვს:

"ბოლო პერიოდში ჩატარდა აქციები.ადამიანები საკუთარ აზრს გამოხატავენ და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტს და ვინმეს იმის გამო დაკავებას, რომ მათ თავისუფალი აზრი გამოხატეს, ადგილი არ ჰქონია.ამიტომ საუბარი იმაზე რომ ამას კავშირი აქვს შეკრების და მანიფესტაციის უფლებასთან,  უბრალოდ არ არის სწორი. ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცავთ მოქალაქეებსაც და ვიცავთ იმ პოლიციელების უფლებებსაც, რომლებიც თქვენს და ჩემს უსაფრთხოებას ყოველდღიურად იცავენ", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics