10:21 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 17:51:32, 1545 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: არც ერთ პოლიციელს, რომელიც დანაშაულს და სამართალდარღვევას ჩაიდენს, ხელს არ დავაფარებთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის პოლიციელის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მეზვრიშვილის თქმით, ეს შსს-ს მიდგომის ნათელი მაგალითია.

კერძოდ, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, იქ, სადაც პოლიციელები დანაშაულს ჩადიან, რეაგირება უნდა იყოს ადეკვატური, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს დროული და შესაბამისი იმ შემთხვევაშიც, თუ პირიქით პოლიციელის მიმართ განხორციელდება დანაშაულებრივი ქმედება.

"ეს არის ძალიან კარგი მაგალითი , ესაა ზუსტად შსს-ს მიდგონა, რომ იქ, სადაც პოლიციელები დანაშაულს ჩადიან და გადაცდიმას ჩადიან, გენერალური ისპექციის მხრიდან რეაგირება არის ადეკვატური დროული, და კანონიერი.მაგრამ იქ, სადაც პოლიციელის მიმართ ჩადიან დანაშაულს და სამართალდარაღვევას, იქაც რეაგირება უნდა იყოს დროული, ადეკვატური და სანქცია უნდა იყოს ქმედების შესაბამისი. ამ ბალანსის დაცვაზეა საუბარი. მანამდე მსგავსი  შემთხვევების შესახებ მედიისთვის ხშირად არ იყო ცნობილი.ეს არის ჩვენს მიერ გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ არც ერთ პოლიციელს, რომელიც დანაშაულს და სამართალდარღვევას ჩაიდენს, ხელს არ დავაფარებთ.ეს ფაქტები ამის დასტურია.ასეთ ფაქტებს სააშკარაოზე გამოვიტანთ იმისთვის, რონ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს სამომავლოდ პოლიციაში",-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics