01:16 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 12:55:08, 838 ნახვა

რეგიონი
2017 წელს, აჭარას 67 ახალი კვებისა და განთავსების ობიექტი შეემატა

2017 წელს, აჭარას 67 ახალი კვებისა და განთავსების ობიექტი შეემატა. ჯამში, კი გასულ წელს ტურისტებს რეგიონში 417 კვებისა და 429 განთავსების ობიექტი ემსახურებოდა. მონაცემები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეგიონში არსებული რეგისტრირებული კვებისა და განთავსების ობიექტების კვლევისას დაფიქსირდა.

აჭარაში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტები ყველა გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. გასული წლის მონაცემებით, კაფე-ბარების, რესტორნების, ლაუნჯებისა და სხვა კვების ობიექტების დიდი ნაწილი  - 237 ობიექტი ბათუმში მდებარეობდა, დანარჩენი 180 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. მათგან 44 ობიექტი რეგიონში  გასულ წელს გაიხსნა.

რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის რეგისტრირებული განთავსების ობიექტებიდან  277 ბათუმშია განთავსებული, 92 ქობულეთში, 60 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. ჯამში, აჭარაში 21 602  საწოლი ადგილია რეგისტრირებული, საიდანაც 13 261 ბათუმში მდებარეობს. მათგან 23 განთავსების ობიექტი რეგიონში გასულ წელს გაიხსნა. მათ შორისაა სასტუმროები „Metro Sky Tower“, “Wyndham“, „ირე პალასი“ და ,,ბლექ სიი ჰოსტელი“.

მიმდინარე წელს, რეგიონს ისევ შეემატება ტურისტული ობიექტები. მათგან ყველაზე მსხვილი 159 ნომრიანი სასტუმროს (ყოფილი სემირამიდას ბაღები)  გახსნა ბათუმში ზაფხულში იგეგმება.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics