02:41 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 19:43:57, 1515 ნახვა

სამხედრო
პარლამენტმა „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა

84 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები III მოსმენით დაამტკიცა.

საკითხი პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გამოიტანა.

წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს არეგულირებს.

კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახური იყოფა 2 ძირითად სახედ: აქტიურ სარეზერვო სამსახურად და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად.
ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან; ტერიტორიული რეზერვისგან; სპეციალისტთა რეზერვისგან.

კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის ასაკი განისაზღვრება: შეიარაღებული ძალების რეზერვში - 50 წლამდე; ტერიტორიულ რეზერვში - 55 წლამდე; სპეციალისტების რეზერვში - 65 წლამდე; სამობილიზაციო რეზერვში - 60 წლამდე. 

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს კანონპროექტის რეგულაცია, რომლის თანახმადაც - 60

წელს გადაცილებული პირი, მისი სურვილის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს

სამობილიზაციო რეზერვში. (მოქმედი კანონით, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი 27-დან 40 წლის ჩათვლით განისაზღვრება).

აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობებია: აქტიური სარეზერვო სამსახური არის ნებაყოფლობითია; აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან (აქტიური რეზერვისტი) ფორმდება კონტრაქტი; აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირების გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც ირიცხება აქტიური რეზერვისტი; აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით; აქტიურ რეზერვში მყოფ პირს, კონტრაქტით სამსახურის მთელი 5 წლიანი პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში, ხოლო გამოძახების შემდგომ სარეზერვო სამსახურის პერიოდი -კომპენსაციის დასანიშნ სტაჟში; გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღები პირების რაოდენობას, ეროვნული თავდაცვის და სამობილიზაციო გეგმების გათვალისწინებით განსაზღვრავს მთავრობა.

რეზერვისტი, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. მას სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდად (შრომის სტაჟი) ჩაეთვლება.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელიც

იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

კანონის პროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2018 წლის 1 ივნისიდან, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის ნაწილში 2020 წლის 1 ივნისიდან.

კანონპროექტის სრული ვარიანტი იხილეთ ბმულზე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics