2018-03-05 16:45:19, 2284 ნახვა
სხვადასხვა
20% OF MY COUNTRY IS OCCUPIED BY RUSSIA - პასპორტის ყდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ
საქართველო ოკუპირებულია - ვუთხრათ ხმამაღლა, მსოფლიოს! - პასპორტის ყდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ 20% of my country is occupied by Russia - ამ წარწერით აქსესუარების კომპანია Giovanni Morra-მ პასპორტის ახალი ჩასადები დაამზადა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. საქართველო ოკუპირებულია - ვუთხრათ ხმამაღლა, ვუთხრათ მსოფლიოს! - ნივთი აღნიშნული ტექსის მოტივებზეა შექმნილი. მისი შეძენა ყველა მსურველს 30 ლარად შეუძლია. ის საქართველოშია დამზადებული და მისი მიწოდება უფასოდ ხდება. "მჯერა რომ თავისუფლება, რომლითაც ჩვენ ყველანი დავიბადეთ, ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს. ისტორია კი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს მოყვება, არასდროს დანებდება წინაღობებს. ქართველებმა სწორედ ასეთი მეამბოხე თავისუფლებისა და დაუღალავი ბრძოლისუნარიანობით შემაყვარეს თავი. ამის შემდეგ შეუძლებელია არ გჯეროდეს, რომ ვერავინ წაგართმევს ერთობას, როგორ ბევრჯერაც არ უნდა ცადონ. და მაინც, როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია. მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რთულია იპოვო სიტყვები, რომლებსაც ყველა მოუსმენს და გაიგებს. თუმცა, ყოველი დიდი ნახტომი პატარ-პატარა ნაბიჯებით იზომება. მეც გადავწყვიტე ერთი პატარა ნაბიჯი გადამედგა. სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი მოგზაურობისა და ხეტიალის ისტორიები "ხმების შეგროვებითა" და შემდეგ მათი გავრცელებით იქმნება. საქართველოშიც "ხმების შემგროვებლობამ" მომიყვანა. მაშინ, როდესაც ხმა ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანია, მსურს მისი გავრცელების შესაძლებლობა სხვებსაც მივცე. მჯერა, რომ ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა ამბობენ ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ. და როდესაც თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში", - წერს Giovanni Morra. ავტორი: , სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
|
ომი უკრაინაშიხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|