18:40 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 22:16:11, 3753 ნახვა

სპეციალური ანონსი
22 თებერვლის ანონსი

10:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმში“ მონაცემთა დაცვის ფორუმი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლატვიის და საქართველოს ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლები.
მის.: სასტუმრო "მუზეუმი”, ვ. ორბელიანის ქ. 8/10, თბილისი

10:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“, მსოფლიო ბანკის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობენ მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტი აიმენ ოსმან ალი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე.

10:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში”გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და დისკუსია, თემაზე - „სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი თბილისში".

11:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს. (მედიის მისვლის დრო 10:30 საათი).
მის.: სიონის ქ. N8, "ძველი თბილისი"  (თბილისის ისტორიის მუზეუმი, ივენთ ჰოლი ქარვასლა).

11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროექტის  პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი  გიგა ზედანია  დაესწრებიან.
მისამართი: A კორპუსი, ჭავჭავაძის გამზირი #32 (წიგნის სახლი „ლიგამუსი").

11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გამართავს პრესკონფერენციას, სადაც „კორუფციის აღქმის ინდექსის" 2017 წლის გლობალურ რეიტინგში საქართველოს შედეგებს გაასაჯაროვებს.
პრესკონფერენცია გაიმართება ორგანიზაციის თბილისის ოფისში.
მის.: დ. აღმაშენებლის #61

12:00 საათზე, თბილისში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ, გაიმართება პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის საინფორმაციო (აქცია) შეხვედრა მოქალაქეებთან 23 თებერვალს დაგეგმილი მსვლელობის თაობაზე. ასევე მოგროვდება ხელმოწერები მთავრობისთვის წარსადგენი პეტიციისთვის - უსაფრთხო შრომის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების დროული გადადგმის და კანონმდებლობის დახვეწის მოთხოვნით.  

14:00 საათზე, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის სათაო ოფისში გაიმართება ცენტრის პრესკონფერენცია.
თემა: 1 მარტიდან საქართველოში საზღვარგარეთ რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთათვის/მძღოლებისთვის მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება.
მის.: ი.მოსაშვილის ქ.24, VI სართული.
საკონტაქტო პირი: ქეთა გოგიტიძე - 577194194

14:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენელები ქვემო ქართლში, სოფელ იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლს - „გადაჭრილ გორას“ მოინახულებენ. საკონტაქტო პირი მინდია ჯალაბაძე - 599 215706

15:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართება კენჭისყრა იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც 794-ე მუხლის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მიმართეს.

19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედე“ პრემიერა გაიმართება.
ფილმის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მოცემულ ბმულზე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics