16:40 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 21:02:38, 1679 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ სტუდენტური ფასდაკლების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სს „საქართველოს რკინიგზა“ სტუდენტური ფასდაკლების პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, სერვისი შეფერხდა.

მათივე განმარტებით, ხარვეზი რამდენიმე საათში გამოსწორდება, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებმაც ამ პერიოდში ბილეთის მთლიანი ღირებულება გადაიხადეს, საშეღავათო თანხა აუნაზღაურდებათ.

„როგორც მოგეხსენებათ, სს „საქართველოს რკინიგზა" მონაწილეობს  სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში, თუმცა ჩვენი კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, აღნიშნულ სერვისს შეექმნა შეფერხება. ხარვეზი უახლოეს საათებში გამოსწორდება, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებსაც ამ პერიოდში მოუწიათ ბილეთის მთლიანი ღირებულების გადახდა სრულად აუნაზღაურდებათ საშეღავათო თანხა (ბილეთის ღირებულების 50%-ი). ამისათვის გთხოვთ, წერილობით მიმართოთ საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანას, წარმოადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და შეძენილი ბილეთის ასლი“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

მათივე ცნობით, კომპანია GOEURO -ს მონაცამებით, „საქართველოს რკინიგზა“ სარკინიგზო მომსახურების სიიაფით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზაობას შევქმნათ კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისები. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია მუდმივადაა ჩართული სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში და მომავალშიც აპირებს ხსენებული ინიციატივის ფინანსურ მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics