09:02 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 18:51:37, 1657 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის გამგებელი: ე.წ. კიროვის ქარხანაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ნაძალადევის გამგებელის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე, ე.წ. კიროვის ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც გამგებელმა აღნიშნა, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

მისივე თქმით, ხანძრის საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება არ ყოფილა.

„დამწვარია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი, ამას ბუნებრივია, შესაბამისად, დათვლის შემდეგ გამოჩნდება თუ რამდენია. ცეცხლი გაუჩნდა სხვდასხვა საყოფაცხოვრებო მასალების საწყობსა და საამქროს. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. სამაშველომ საკმაოდ სწრაფად და მყისიერად იმოქმედა, არც დაშავებული არ არიან ამ ეტაპზე. რაც მთავარია, ობიექტი საკმაოდ მოშორებული იყო მოსახლეობისგან, ამიტომ მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებზე ცეცხლის გადადების საფრთხე, არ ყოფილა. ამ დროისთვის, ცეცხლი მთლიანად არის ლიკვიდირებულია“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ცნობისთვის, ადგილზე 19 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა
პარლამენტის წინ სტუდენტთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს
ვაჟა სირაძე - პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics