02:07 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:00:13, 1415 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი GDS-ის სარდაფებში შეიქმნა

„მაუწყებლონიოს შესახებ კანონი პარლამენტში არ შექმნილა და ტყუილად იბრალებთ ავტორობას. ეს კანონი შეიქმნა, სადღაც  GDS-ის ფარდულებში და სარდაფებში და ეს კანონი შემოგაჩეჩეს ხელში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციუონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის მიღება პარლამენტს არ სურს და ის მთავრობის დავალებას ასრულებს.

„თქვენ კანონებს გაჩეჩებდათ ხელში მთავრობა და ჯანდაბას, რაღაცა მაინც ღირსების მომენტი შეიძლება შენარჩუნებული იყოს როცა მთავრობის კანცელარია ხარ. მაგრამ დღეს თქვენ, საზმაუს ფილიალის თუ დამფუძნებლის, თუ ივანიშვილის მიერ GDS-ს მიერთევული ტელევიზიის  ფილიალი გახდით.  თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ვერ გაუწიეთ წინააღმდეგობა, მიუხედავად იმის არომ ამ კანონის მიღება არცერთ თქვენგანს არ უნდა. არავის არ გინდათ, იცით რომ აკეთებთ ძალიან ცუდს.  მაგრამ იცით რომ უნდა გააკეთოთ, რადგან ზემოდან გაქვთ დავალება.  აი ეს არის მთელი რეალობა ამ კანონისა და გულში ყველას გრცხვენიათ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, საზოგადებრივ მაუწყებელში იმ კომპანიებიდან შევა ფული, რითაც მთავრობა ფინანსდებოდა არჩევნების დროს.

„საზოგადოებრივ მაუწყებლში ისე შევა ფული, როგორც თქვენ საარჩევნო ყულაბაში მოდიოდა იმ ფირმებიდან, რომლებიც იმარჯვებდნენ ტენდერებში და თქვენი დაფინანსების 80 % ტენდერებში გამარჯვებული  კომპანიებით არის შევსებული. აი ასე  ამ კომპანიებს დაავალდებულებთ, რომ რეკლამა გაუშვან. 1,2 მილიარდი ლარი იხარჯება ინფრაქსტრუქტურისთვის, მილიარდი ლარი იხარჯება გზებზე და ამ გზების კომპანიებს ეტყვით რომ მიდით და 100 000 ლარიანი რეკლამები მიეცით ტელევიზიას და აი ასე საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება სახელმწიფოს მიერ ძალდატანებული კომპანიების რეკლამის მომზიდველი.  ეს რეკლამა ბუნებრივია არ მივა კერძო ტელევიზიებთან.  60 მილიონი გახდება მომავალ წელს საზმაუს ბიუჯეტი, რაც უმაღლეს განათელებაში ჩადებული ბიუჯეტის ნახევარია და რა სარგებლობა მოაქვს ამ საზოგადოებრივ მაუწყებელს?  უყურებთ რო? ოდესმე გინახავთ გადაცემა?“,- აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა ტელევიზია წნეხის ქვეშაა.

„დღეს ფაქტობრივად არ არსებობს ტელევიზია, რომ არ განიცდიდეს წნეხს. ზოგი ფინანსურ წნეხს, იმიტომ რომ რეკლამებს უზღუდავთ და არასასურველ ტელევიზიებად აცხადებთ მათ.  დღეს სამწუხაროდ, ყველა ტელევიზიის უკან დგას ბიზნესი და ყველა ტელევიზია არის დოტაციაზე და მიუხედავად ამისა, რომ  შესაძლებელია ესენი ფინანსდებოდნენ ბიზნესის მხრიდან ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მათ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics