14:15 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 16:04:18, 1423 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი ნაცვლიშვილს: მიიღეთ შენიშვნა პროფესიონალი ჟურნალისტისგან - რეიტინგი და მოწონება სხვადასხვაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენძელა მაჭავარიანის განცხადებით, რეიტინგი და მოწონება ერთმანეთისგან განსხვავდება.

მაჭავარიანის თქმით, რეიტინგი არის ყურებადობა, ხოლო ამ მაყურებლისგან კონკრეტული თემა ზოგს მოეწონება, ზოგს - არა.

ამიტომ, მაჭავარიანი არ იზიარებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზომი რეიტინგი არ უნდა იყოს.

დეპუტატმა ამ ნაწილში ანა ნაცვლიშვილს შენიშვნა მისცა:

„არ მინდა, ჩემი თავის რეკლამა გამომივიდეს,მაგრამ თქვენ გესაუბრებათ ამწუთში პროფესიონალი ჟურნალისტი 30 წელზე მეტი ხნის სტაჟით. ერთი პატარა შენიშვნა მიიღეთ პროფესიონალი ჟურნალისტისგან. რეიტინგი და მოწონება აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რეიტინგი არის ყურებადობა, ამ მაყურებლისგან ზოგს მოეწონები, ზოგს არ მოეწონები, მოწონება სულ სხვა თემაა და რეიტინგი სულ სხვა თემაა.მიმაჩნია, რომ როდესაც ამ თემაზე საუბრობთ, ეს უნდა იცოდეთ. ასევე მინდა გკითხოთ, ხომ არ გგონიათ, რომ ის, რაც აჭარის ტელევიზიამ გააკეთა, ხვალ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე.ერთი ორგანიზმია, შემადგენელი ნაწილია საზოგადოებრივი მაუწყებლის  და მიმაჩნია, რომ მოკლე დროში იგივე წარმატებას მიაღწევს საზოგადოებრივი მაუწყებელი. რეიტინგი არის აუცილებელი კომპონენტი. თუ არ გიყურებენ, თუ არ გკითხულობენ, მედიასაშუალება არის მკვდარი“,-განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics