15:59 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 15:30:16, 1473 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა ქვეყნის მაუწყებელთან შედარება აჩვენებს, რომ ეს კანონი პრობლემურია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწყობასთან დაკავშირებით,  მსოფლიოში ერთიანი სტანდარტი არ არსებობს.

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას აღნიშნა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის  სხვა ქვეყნის მაუწყებელთან შედარებისას,  რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი:

„არ არსებობს ერთი უნივერსალური მოდელი არც ევროპაში და არც ევროპის მიღმა, როგორ უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმიტომ, რომ ეს არის მრავალკომპონენტიანი საკითხი. მათ შორის, მარტო ბიუჯეტიც რომ ავიღოთ, ეს არის მრავალკომპონენტიანი საკითხი და მხოლოდ იმის შედარება, სად პირობითად რამდენია ეთერში რეკლამის პროცენტი, ჩვენ სრულ სურათს ვერ მოგვცემს. თუ გვინდა, შევადაროთ ჩვენი საზოგადოებრივი სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებელს, მინიმუმ რამდენიმე საკითხში უნდა შევადაროთ. პირველი მათი დაფინანსება რამდენია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველო თუ ედრება რეკლამის ნაწილში სხვა ქვეყნებს, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენია მისი დაფინანსება, აქედან უნდა დავიწყოთ მსჯელობა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან დეპუტატებს ევროპის მაწუყებელთა კავშირის მიერ მომზადებული დოკუმენტი გააცნო, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა. ნაცვლიშვილის თქმით, ის აჩვენებს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბაზრის ნახევარზე მეტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი, ისლანდიაა.

„და ამ ქვეყანაში ეთერის 5%-ზე ნაკლები ეთმობა რეკლამას.ერთადერთი ქვეყანაა ის, რომელიც საქართველოს მსგავსად არის ბაზრის წილის 50%-ზე მეტის მიმღები და იქ სულ სხვა ტიპის რეგულაციებია, ვიდრე პარლამენტის მიერაა შემოთავაზებული. ამიტომ, შედარება ნაცვლად იმისა, რომ ამ კანონს ამყარებდეს, პირიქით აჩვენებს, რომ ეს კანონი არის პრობლემური, მათ შორის სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან შედარების კონტექსტში“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics