22:10 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 15:30:01, 1500 ნახვა

კომენტარი
ოდიშარია: ევროპაში საზოგადოებრივი მაუწყებლები იმ ფორმით ფინანსდებიან, რა ფორმაც კანონპროექტშია გაწერილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივი მაუწყებლები სწორედ იმ ფორმით ფინანსდებიან, რა ფორმაც "მაუწყებლობების შესახებ" კანონპროექტშია გაწერილი.

ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც "მაუწყებლობების შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლა არგუმენტირებული არ იყო.

ის, ასევე პარლამენტის უმცირესობის დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხუამრა, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი ტელევიზია არის და მმართველი გუნდის ტელევიზიაა.

"როდესაც ბატონი რომან გოცირიძე ლევიტანის ტონალობით გვესაუბრება, გვმოძღრავს და საზოგადოებას ზაფრავს - გასაგებია ის მხარეა და მისი პოლიტიკური პარტია გარკვეულწილად დაკავშირებულია ერთ ტელევიზიასთან. ის მაუწყებელს კი არ ესაუბრება, ის ესაუბრება კონკურენტ ტელევიზიას - ესეც გასაგებია, ის პოლიტიკოსია და მისი უფლებაა.  სიმართლე გითხრათ ვწუხვარ და მართლაც გავოცდი, რომ პატივცემულმა მომხსენებელმა იმავე ტონალობაში მოგვახსენა არაარგუმენტირებული მოტივირებული შენიშვნების შესახებ, ეს იყო პოლიტიკით გაჯერებული გამოსვლა. დარწმუნებული ვარ ქალბატონი ანას გულწრფელობაში და სწორედ ამიტომ დაიწყო მან თავის გამოსვლა სიტყვებით - "როგორც მოგეხსენებათ ერთი სტანდარტი არ არსებობს მაუწყებლის დაფინანსებასთან დაკავშირებით".  ტელევიზია რომელიც იღებს შემოსავალს ის აღარ არის პლურალიზმის გამზიარებელი ?!  კითხვა მაქვს ასეთი - როგორ ფინანსდებიან სხვაგან საზოგადოებრივი მაუწყებლები? დავიჯერო, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების მომზადებისას თქვენ არ გაეცანით ევროპის მაუწყებელთა კავშირის სხვადასხვა ანგარიშებს? იმ ქვეყნების ჩამოთვლისთვის 10 წუთიც არ მეყოფა, სადაც სწორედ ასე ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლები, რა ელემენტარულ ცვლილებებსაც ითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებელი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოუკიდებელი მედია და ის ერთპარტიულია".




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics