21:17 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 15:09:54, 1561 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: საზმაუ არის ერთპარტიული ტელევიზია, რომელსაც აქვს ფული და არ აქვს დამოუკიდებლობა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთპარტიული ტელევიზიაა.

როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება სხვა ტელევიზიებს დააზარალებს.

გარდა ამისა, გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, რომ სამეურვეო საბჭოს დამტკიცების პროცესში ოპოზიცია მაქსიმალურად იყოს ჩართული.  

"დღეს არის კულმინაციური წერტილი იმ სამარცხვინო მოვლენების ჯაჭვისა, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და პირდაპირ რომ ვთქვათ, ტელევიზიების დაწიოკება. უმრავლესობა ახლა მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო და ძალაში შევა კანონი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ. ეს არის ბოლო წერტილი ამ დროის განმავლობაში მიმდინარე უხეში ზეწოლისა მედია სივრცეზე. ჩვენ გვესმის, რომ პრობლემები ექმნება სხვა მაუწყებლებსაც. რატომ ხდება, რომ ხელისუფლება უხეშად ერევა მედია სტრუქტურების საქმიანობაში?! - იმიტომ, რომ მათ უნდათ თავისუფალლი სიტყვის შეზღუდვა და ფაქტობრივად მთელი მედია სისტემა გამოიყენონ თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რომლის საბოლოო შედეგი იქნება არჩევნებში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. როდესაც დემაგოგიურად ვამბობთ, რომ მაუწყებელს ფული იმიტომ სჭირდება, რომ იგი დამოუკიდებელი იყოს  - 53 მილიონიან მაუწყებელს ფული აკლია?! თქვენ ამბობთ, რომ საზმაუ დამოუკიდებელია იმის გამო, რომ მას ფული ეძლევა?! მათ უნდათ, რომ დამოუკიდებელ მედიებს ბოლო ლუკმა წაართვან. მაუწყებელი არის ერთპარტიული ტელევიზია, რომელსაც აქვს დიდი ფული. აქვს ფული - არ არის დამოუკიდებელი. მაუწყებლის მართვა თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. ჩვენი წინადადება იყო, რომ დაგეთხოვათ მთლიანად სამეურვეო საბჭო. მაგრამ თუ ამას არ გააკტებეთ, გვაქვს შანსი, რომ გავაუმჯობესოთ მისი სტრუქტურა. წინა შემთხვევაში კანონის დარღვევით დაამტკიცეთ საბჭო სადაც უმეტესობა "ქართული ოცნების" მომხრე იყო - არ ჰკითხეთ არც ომბუდსმენს, არც აჭარის პარლამენტს და არც ოპოზიციას. ამ საბჭომ სამარცხვინო 4 კანდიდატი წარადგინია და ყველაზე სამარცხვინოს თქვენ კენჭი უყარეთ. დღეს მან მაუწყებელში პრობელემბი შექმნა. მოგიწოდებთ, სამეურვეო საბჭოს დამტკიცებაში ოპოზიცია იყოს მაქსიმალურად ჩართული", - განაცხადა დეპუტატმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა
რუსეთში პაზოლინის ბიორგაფიული წიგნი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დააცენზურეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics