05:14 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 14:04:22, 1272 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი: კრიმინალურმა სიტუაციამ გლობალური გამოწვევის სახე მიიღო - შს მინისტრი ვალდებულია, სხდომაზე გამოცხადდეს

„კრიმინალურმა სიტუაციამ, რომელიც ამ ქვეყანაშია შექმნილი, უკვე გლობალური გამოწვევის სახე მიიღო და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს უქმნის პრობლემას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ფრაქციის სხდომაზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

„მას შემდეგ რაც ჩვენ ამ კვირაში მოვისმინეთ რამდენიმე შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, ქვეყნის პარლამენტში უახლოეს დღეებში ჩვენი ფრაქციის სხდომაზე მოვუსმინოთ შინაგან საქმეთა მინისტრს. მე მინდა შევახსენო კოლეგებს, რომლებიც აცხადებენ, რომ შს მინისტრის გადასაწყვეტია მოვა თუ არა ფრაქციასთან შეხვედრაზე, საქართველოს რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მინისტრი ვალდებულია გამოცხადდეს. მას ვიბარებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოგცემთ შესაძლებლობას, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დავდგათ რაღაც სპექტაკლები, სადაც ვითამშებთ როლს, რომ ვახორციელებთ ზედამხედველობის ფუნქციას ხელისუფლებაზე და რეალურად არ გვქონდეს შესაძლებლობა მივიღოთ პასუხი ყველა შეკითხვაზე. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს და შევახსენებ, რომ ველოდებით ფრაქციასთან შეხვედრაზე, სადაც მას მოუწევს გასცეს შეკითხვებს პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ის გაუმკლავდეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. აპირებს თუ არა ის რომ წინამორბედივით გვესაუბროს იმაზე, რომ დღეს ციხეში იმაზე ბევრად ნაკლები ადამიანი ზის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, თუ აპირებს აღიაროს, რომ კრიმინალურმა სიტუაციამ, რომელიც ამ ქვეყანაში არის შექმნილი, უკვე გლობალური გამოწვევის სახე მიიღო და დღეს უკვე უქმნის პრობლემას საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს. დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ ციხეში ცოტა ხალხი ზის, ყველაზე ცოტა ხალხი ციხეში იჯდა ედუარდ შევარდნაის დროს, როდესაც ქვეყანა იყო გადაქცეული კრიმინალების სათარეშო ტერიტორიად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics