11:01 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 11:36:45, 1835 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის არსებითი განხილვა განახლდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე 5 მოწმის დაკითხვას აპირებს.

პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ მოწმე სამართალდამცველია, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

"ხსენებული პირებიდან რამდენიმე მოწმე დააფიქსირებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაციას. კერძოდ, ეს ინფორმაცია შეეხება შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. რაც შეეხება კიდევ ერთ მოწმეს, ის დაიკითხება კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მან ჩაატარა. შესაბამისად ხუთივე პირი სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას საქმესთან უშუალო კავშირის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ", - განაცხადა ფხაკაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს რამდენი დანა ფიგურირებს საქმეში.

ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, თუ დადგინდა, რომ საქმეში 3 დანაზე მეტი ფიგურირებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ 2-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მკვლელობაში.

"ჩვენ გვაქვს დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზა, სადაც ექსპერტმა უნდა უპასუხოს უმნიშვნელოვანეს შეკითხვას - რამდენი დანით არის მიყენებული ჭრილობები გარდაცვლილების სხეულზე. მაგალითად მიგვაჩნია, რომ თუ დადგინდება რომ ჭრილობები მიყენებულია 3, 4 ან თუნდაც 5 დანით, უტყუარად დადგინდება, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა მიაყენა კონკრეტულ პირს ჭრილობები. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად დაადგენს ჭეშმარიტებას ამ საქმეზე", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics