14:03 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 11:18:12, 1403 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებასა და პოპულარიზებაზე ისაუბრა

„მივესალმებით ტრანსკასპიური, იგივე „შუა სატრანსპორტო დერეფნის" ერთობლივ განვითარებასა და პოპულარიზებას საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლის დროსაც დიდი ყურადღება დაეთმო აღნიშნული დერეფნის განვითარებისა და საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზების საკითხებს. შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილის თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. მათ შორის, 6 თებერვალს აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში „სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელსაც ტრანსკასპიური დერეფნის ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები დაესწრნენ და აღნიშნული მარშრუტის უპირატესობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტრანსკასპიური, იგივე „შუა დერეფნის" განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. მისივე თქმით, ეს არის უმოკლესი მარშრუტი ჩინეთიდან ევროპამდე სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით, რომელშიც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარების პროცესი. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს შუა დერეფანში მეტი ტვირთების მოზიდვის პროცესს. ასეთ პროექტებს შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვ. მინისტრების მიერ ასევე ხაზი გაესვა დერეფანში გამჭოლი ტარიფის მოქმედების საკითხებს.                                                                 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო და კომუნიკაციების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიჟვაძე - გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურება საქართველოში მოქმედი საჯარო ორგანიზაციების მაქსიმალურ გამჭვირვალობას
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყერი ჩაოვიდა - მოძრაობა შეზღუდულია
ომბუდსმენის აპარატი, ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics