20:54 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 10:40:50, 1534 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ის დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებები წარადგინა, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგადასახადო ცვლილებები  ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა და ეს ყველამ უნდა გაიგოს:

„მოგახსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას და ძალიან კარგი ინიციატივაა ფინანსთა მინისტრის. 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საუბარია განაკვეთის 5-ჯერ შემცირებაზე - 5%-დან 1%-მდე და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს მოიცავს. ძალიან მასშტაბური ცვლილბებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და ეს არის პირდაპირ დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, განსაკუთარებით, ამ ნიშაში, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახზე ეს ცვლილებები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა  პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელს ქვეყანაში მაქსიმალურად ყველამდე მივიტანოთ ეს ცვლილებები, ეს სიკეთე, რომელსაც ახლა ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან კარგია, რომ ყველამ გაიგოს ეს შესაძლებლობა და ეს უდიდესი შეღავათი, რომელიც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ცვლილებებს ახლავს კიდევ სხვა ადმინისტრაციული ტიპის შემსუბუქება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს საკუთარი დროის ძალიან პატარა მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე და სწორედ ასეთი ცვლილებების ჩადებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. დეტალებზე უკვე ფინანსთა მინისტრს ექნება საუბარი მცირე მეწარმეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics