09:58 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 14:53:37, 2054 ნახვა

მსოფლიო
კოსაჩოვი: ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს და გარე სამყაროს გაურბის

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დისკუსიამ აჩვენა, რომ ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს და გარე სამყაროს გაურბის, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის უფროსმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც კოსაჩოვმა განმარტა, დისკუსია მეტწილად ეხებოდა იმას, თუ როგორ მოახერხონ ნატო-ს შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარესამყაროსთან მიმართებით.

"აზროვნების ეს ინერცია უარყოფით შედეგს მოიტანს, რადგან დისკუსიის ასეთი მიმართულება საფრთხეების არასწორი შეფასების აღმოცენებამდე მიდის“, - განაცხადა კოსაჩოვმა.

კოსაჩოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისკენ არის მიმართული, არამედ ეს გლობალური საფრთხეა. „და ამ კუთხითაც გარღვევა არ ყოფილა, არ ყოფილა ახალი საინტერესო შემთხვევები“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, რუსეთთან მიმართებაში დისკუსიები „შავ-თეთრ“ ფერებში წარიმართა.

„ალიანსის წარმომადგენლების აზრით, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად პრობლემური და არაპროგნოზირებადია, რომელიც საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს, რომელიც საკუთარი მეზობლების საქმეებში ჩარევას ცდილობს. ასეთი ქვეყანა, მათი აზრით, მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს“, - აღნიშნა კოსაჩოვმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics