11:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 14:49:15, 1954 ნახვა

მსოფლიო
გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში კიდევ 170 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

სტამბოლის პოლიციამ 170 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.

ისინი ამერიკაში მცხოვრები თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის 22 ადამიანი დაკავებულია. ოპერაცია 38 პროვინციაში ერთდროულად მიმდინარეობს.

თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 16 ივლისს მოხდა, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი კი, დაშავდა. ხელისუფლების აზრით, ამის უკან სწორედ, გიულენი დგას. 

ამის შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი დაკავებები და სამსახურიდან დათხოვნა დაიწყო.

დღეისათვის 50 ათასამდე ადამიანი პატიმარია. 150 ათასზე მეტი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics