01:04 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 13:37:54, 1890 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დღეს ჩვენი ქვეყნისთვის აშშ-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთის ამერიკი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-თან თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისთვის და დღევანდელობისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ელჩ იან კელის და საელჩოს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდება.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ვფიქრობთ, ეს პროგრამა ამ განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მინდა, პირადად ბატონ იან კელის გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამშრომელს, სრულად გამოიყენონ ამ ტრენინგის შესაძლებლობები და მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ტრენინგის პროცესში. ვფიქრობთ, ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც დედაქალაქში ასევე - რეგიონებში და ეს იქნება არა მხოლოდ კომუნიკაციის გაუმჯობესების პროგრამა, არამედ გარკვეული კვლევის საშუალება, რათა მოხდეს შემდეგ ამ კვლევების გასაჯაროება და საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აშშ-ი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და - საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) ხელმძღვანელ ლევან დოლიძეს, რომელიც ტრენინგებს ჩაატარებს და იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება.

ტრენინგები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის სისტემების გაუმჯობესებას და კომუნიკაციის სპეციალისტების, შესაბამისი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად.

პროგრამის დაწყების ცერემონიაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ მიიღეს მონაწილეობა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics