02:35 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 12:01:13, 2018 ნახვა

სამართალი
გახარია: „112“-ის ახალი პროგრამა უფრო დახვეწილ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენ მოქალაქეს

„თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან ეფექტურად და სწრაფად უნდა ვიყოთ ახლოს განსაკუთრებით მაშინ, როცა მას სჭირდება დახმარება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „112“-ის ახალი პროგრამა მოქალაქეებს უფრო დახვეწილ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის.

„დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დღე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ბევრ რეფორმას ვატარებთ როგორც პოლიციაში, ასევე, ქალაქში და დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი - ეს არის პრეზენტაცია პროგრამული უზრუნველყოფის, რომელიც უფრო დახვეწილ, ღირსეულ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. ეს სერვისი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამეთუ ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ის სერვისს, საპატრულო პოლიციას და თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი სერვისია, რამეთუ თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტურად და ძალზე სწრაფად ახლოს განსაკუთრებით მაშინ, როცა მას სჭირდება დახმარება. მოგეხსენებათ, ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ პრეზენტაცია 112-ის ახალი აპლიკაციის, რომელიც ასევე მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენი პოლიცია იყოს ძალიან ახლოს მოქალაქესთან. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რამეთუ ჩვენს მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური, ნდობა იყოს კიდევ უფრო მაღალი და მართლწესრიგი იყოს კიდევ უფრო დიდი ნდობით მაღალი ხარისხით აღჭურვილი. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, რამეთუ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ მართლწესრიგის დამყარება თბილისში და ქვეყანაში“, - განაცხადა შს მინისტრმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, 112-ში შემოსული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics