12:38 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 11:15:22, 1851 ნახვა

სამართალი
„112“ და თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ერთობლივი პროგრამით იმუშავებენ

ევროპის მოედანზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისთვის შიდასაკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ში, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით შექმნილი პროგრამის საშუალებით, „112“-ში შესული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის გზით, თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს დეტალური ინფორმაცია მყისიერად გადასცეს.

„დღეს წარმოვადგენთ პროგრამას, რომელიც თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა. დედაქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც, ონლაინ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას თუ სად, რომელ მისამართზე უნდა მივიდნენ და მოქალაქეებს დაეხმარონ. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, უფრო ოპერატიულები და ეფექტურები ვიყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებაც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც თბილისის მერია უახლოეს მომავალში გეგმავს. კერძოდ, თბილისის მერის განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდება. კახა კალაძემ ასევე, მოქალაქეების მხრიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანისთვის გზის დათმობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს, რომ ეს ერთი ადამიანის გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც დღეს დედაქალაქისთვის აქტუალურია და ჩვენი ქალაქი კეთილმოწყობილი და სერვისებზე ორიენტირებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ და შსს-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარიამ პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც „112“-ის სერვისს, საპატრულო პოლიციასა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს მარტივად და ეფექტურად დააკავშირებს.  

„ჩვენი ძირითადი მიზანი საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარებაა, რამეთუ ჩვენს მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი კიდევ უფრო ეფექტური იყოს. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, რადგან ჩვენი ძირითადი მიზანი თბილისსა და მთელ ქვეყანაში წესრიგის დამყარებაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერი ელექტრონული სისტემის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს გაესაუბრნენ.

ახალი ელექტრონული პროგრამა საპატრულო ეკიპაჟებისა და თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების პლანშეტებში ჩაიწერება. მისი მთავარი უპირატესობები კომუნიკაციის დროის შემცირება და შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის უმოკლეს დროში გაგზავნის შესაძლებლობაა. პროგრამის საშუალებით, ასევე მოხდება მისამართის (GPS კოორდინატების) გადაცემა და მიღება, ნავიგაცია, ჰოსპიტალიზაციის ავტომატიზაცია, სამედიცინო პროტოკოლების ჩატვირთვა და სხვა.

ელექტრონულ სისტემაზე სრულად გადასვლამდე, პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საპატრულო პოლიციის დანაყოფებსა და თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებშია გაშვებული. „112“-ის ოპერატორებს, პატრულ-ინსპექტორებსა და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ. 

ახალ პროგრამას მინიმუმამდე დაჰყავს, როგორც ვერბალური კომუნიკაცია, ისე ცდომილების ალბათობა, რაც მომსახურების ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს და ოპერატიულობას გაზრდის.

(NS)








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics