05:19 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 15:21:57, 2390 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყებაში ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა დეპუტატებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი ტიპის სტრუქტურა - გენერალური დირექტორატი შეიქმნება.

„ეს არის ახალი, ევროპული ტიპის სტრუქტურა და პირველად საქართველოს სახელმწიფო სამსახურის ისტორიაში შეიქმნება - ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომელიც მოიცავს  რამდენიმე დეპარტამენტს, მათ შორის იმ დეპარტამენტებს, რომელიც შერწყმის შედეგად შემოგვიერთდა და ასევე საგარეო უწყებაში არსებულ დეპარტამენტებს.  იქმნება  მყარი და ძლიერი სტრუქტურა რომელიც არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე, ჩვენ გვყავს ის თანამშრომლები და გვაქვს ის ინსტიტუციური მეხსიერება, რომლებიც  არ ექვემდებარებიან პოლიტიკურ ცვალებადობას, არიან თავისი საქმის პროფესიონალები და ჩვენ მათ აუცილებლად  შევინარჩუნებთ", -განაცხადა ჯანელიძემ. 

მან ასევე ისაუბრა ინსტიტუციურ რეფორმებსა და ინიციატივებზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე იქნება ერთ-ერთი პირველი საჯარო სტრუქტურა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც აქტიურად დანერგავს ინტერნეტ ტექნოლოგიებს დიპლომატიაში. მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არსებული ცალკეული ინიციატივები უკვე 2018 წლიდან ამოქმედდება.

„უმთავრესი მიზანია საკონსულო მომსახურების გაუმჯობესება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ  მიმართულებით თანამშრომლობა საერთაშორისო კომპანია ვი-ეფ-ეს-თან, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულო მომსახურების აუთსორსინგს.  ეს არის საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა და ვგეგმავთ რომ ეს გამოცდილება,  რაც უკვე გვაქვს ინდოეთში, გავიზიაროთ სხვა ქვეყნებშიც, რაც გახდის საკონსულო მომსახურებას უფრო ეფექტურს", -განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საკონსულო მომსახურებაში იგეგმება ხელოვნური ინტელექტის- ჩეტბოტის მომსახურების დანერგვა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში  წამოვიწყეთ ამბიციური რეფორმა, რომლის მიზანია, რომ ქართული დიპლომატია იყოს ნოვაციების ავანგარდში.  ვგეგმავთ ამბიციური ინტერნეტ ტექნოლოგიური სისტემის განვითარებას, რომელიც მოაწესრიგებს პროცესებს -  აქტივობების, დავალებების, ორგანიზაციის, მართვის, ადამიანური რესურსების და სხვა ბევრი მრავალი მიმართულებთ.  აღსანიშნავია, რომ ამ ამბიციური პროექტით უკვე  დაინტერსდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები", - განაცხადა მინისტრმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics