13:01 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 13:06:17, 1775 ნახვა

სამართალი
სასამართლო ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე პროცესი განახლდა.

მას ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და კონგრესმენებიც ესწრებიან.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

"პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც ოფიციალურ,ისე კერძო სექტორის მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელიც ადასტურებს, თუ რა სიტუაციაა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანთა უფლებების კუთხით, რომ ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა",-განაცხადა  ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
პავილიონისი - „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს
კალაძე - ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს „შოპინგი“, მაგრამ ჩემთვის ღირებულებებია
კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics