09:32 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 12:10:10, 1790 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.კ.-მ 2017 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, თავისი ყოფილი მეუღლის ა.ლ.-ს მიმართ განახორციელა სასტიკი მოპყრობა, რა დროსაც თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდგომ ა.ლ.-მ სააბაზანო ოთახში ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.        

სამართალდამცველებმა გ.კ. 2017 წლის 13 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა სასტიკი მოპყრობით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics