21:05 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 10:19:25, 2111 ნახვა

პოლიტიკა
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოსთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობა იმსჯელებს

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან და პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს.

შეხვედრა  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მედია ორგანიზაციების წარმოამდგებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაანონსა, რომ კანონთან დაკავშირებით განხილვა საპარლამენტო უმრავლესობაში გაგრძელდებოდა, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ კრიტიკას, რომელიც კანონპროექტის მიმართ გაჟღერდა, არ იზიარებს.

„იმ სახით კრიტიკა, რომელიც მომართული იყო ამ კანონპროექტის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, ნამდვილად ვერ გავიზიარებ, თუმცა, გაგრძელდება მსჯელობა კანონპროექტთან, კონკრეტულად, ვეტოსთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს დისკუსია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს თანხების, საბიუჯეტო რესურსების მაქსიმალურად მიზნობრივად მიმართვას“,- განაცხადა კობახიზემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics