01:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 15:07:58, 1916 ნახვა

სამართალი
ზურაბ ნოღაიდელი: სააკაშვილი სარედაქციო პოლიტიკით დაინტერესებული იყო, რადგან ფიქრობდა, რომ „იმედი“ საფრთხეს უქმნიდა

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა  ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი“იმედის“ სარედაქციო პოლიტიკით იყო დაინტერესებული. მისივე თქმით, სააკაშვილს სურდა, ტელევიზია მისი საკუთრება გამხდარიყო, ვინაიდან, სააკაშვილის აზრით, „იმედი“  „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი იყო და მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ნოღაიდელის განცხადებით, სწორედ იმედის დაუფლების მიზნით, დაიწყო მოლაპარაკებები ბადრი პატარკაციშვილთან, რათა „იმედის“ აქტივი რკინიგზის აქტივში გაცვლილიყო:

„ბუნებრივია, პრეზიდენტს ჰქონდა ინტერესი ნებისმიერი საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ,  განსაკუთრებით ტელევიზიების მიმართ, მათ შორის სარედაქციო პოლიტიკის მიმართაც.2007 წლის ზაფხულში, როდესაც გაირკვა, ერთდროულად ირაკლი ოქრუაშვილი მიდიოდა ოპოზიციაში და ბადრი პატარკაციშვილი მოდიოდა საჯარო პოლიტიკაში, ამის შემდეგ დაიწყო ბადრი პატარკაციშვილთან მოლაპარაკებები. ინიციატორი სააკაშვილი იყო. დაიწყო მოლაპარაკებები რკინიგზის აქტივების და იმედის აქტრივების ერთმანეთში გაცვლის.უშუალოდ ვაწარმოებდი ამ საუბრებს, ამას მოლაპარაკებებიც არ ჰქვია რეალურად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი მიდოდა, ჩემთვის ნათელი იყო თავიდანვე, რომ ბადრი ამას არ გააკეთებდა. სააკაშვილისგან იყო ინიციატივა,  „იმედის“ აქტივი გაცვლილიყო რკინიგზაში და შესაბამისად, აქედანაც მკაფიოდ ჩანს სააკაშვილის სარედაქციო პოლიტიკით დაინტერესება. იმედი, როგორც ტელევიზია, რომელიც იყო პირდაპირ მის წინააღმდეგ მიმართული, მას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა  თავისი აზრით.

პრეზიდენტთან იყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა მერაბიშვილი,  ადეიშვილი და  დავით კეზერაშვილი. არა მარტო მომხდარ დარღვევაზე, იმ დღეს განვითარებულ მოვლენებზე, ყველა იყო თავისი ნამოქმედარით კმაყოფილი, ფაქტობრივად ტელევიზია „იმედი“ გახდა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრება“,-განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

მოცემულ საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი,  ზურაბ ადეიშვილი,  დავით კეზერაშვილი და  გიგი უგულავა.

პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილმა ძალადობისა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირების უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე.

დავით კეზერაშვილს ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება  2007 წლის ნოემბრის, ტელეკომპანია “იმედისა” და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებთან დაკავშირებით, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდში. აღნიშნული  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.

ზურაბ  ადეიშვილს ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ( ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრის ეპიზოდები)  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე.

გიორგი უგულავას  ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (მთაწმინდის პარკის ეპიზოდი),  გაფლანგვაში დახმარება (მთაწმინდის პარკის ქონების  გაფლანგვის  ეპიზოდი), დახამრება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში(ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდი). სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.

ივანე მერაბიშვილის ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის ნოემბრისა და მთაწმინდის პარკში შეჭრის ეპიზოდებში, რაც  სასჯელის სახით  5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics