07:54 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 12:08:50, 1677 ნახვა

საზოგადოება
საია საზოგადობრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს

ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაცია საზოგადობრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართავს.

როგორც ორგნიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი განაცხადა,  ეთერში განეთავსებინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას 1984 წელს მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების საჭიროების თაობაზე.

„აღნიშნული ნორმატიული აქტი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამი. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

საია საჩივრით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვს სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალოს სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება“,-განმარტებულია  განცხადებაში.

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics